პროექტის დასახელება
|
,,ჩვენ ვუფრთხილდებით
ჩვენს გარემოს“
|
პროექტის ხელმძღვანელები.
|
ლალი გვიშიანი
|
სამიზნე ჯგუფი
|
ლასურიაშის
საჯარო სკოლის II-VI კლასები.
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
3 კვირა
|
პრობლემის განსაზღვრა
და მისი აქტუალობა
|
დღევანდელობის
აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება.მოსწავლეები ქართულისა და ბუნების
გაკვეთილებში თემებისა და ჩვენ გარემოში არსებულ მდგომარეობის მეტად მტკივნეულ საკითხად
მიიჩნევენ გარემოს დაბინძურებას.მიუხედავად იმისა,რომ თიტქოს ყველას აწუხებს დაბინძურებული
გარემო,სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ბოლომდე ამ პრობლემის აღმოფხვრა ჩვენ სოფელში(ჩვენ
რაიონში).სახელმწიფოს დახმარებით დაიდგა ნაგვის ურნები,თუმცა შედეგი მაინც სავალალოა.სამწუხაროდ
დაბალია მოქალაქეობრივი ცნობიერება და პასუხისმგებლობის განცდა მოსწავლეებშიც და
თემშიც. სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის მიზანი ამაღლდეს მოქალაქეობრივი ცნობიერება,თითოეულმა
მოქალაქემ გააცნობიეროს,რომ ეს გარემო არის მისი და ის მოვალეა გაუფრთხილდეს და მოუაროს
მას.
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეებმა
შეისწავლონ,დაგეგმონ და თემთან ერთად მონაწილეობა მიიღონ გარემოს დასუფთავებისა და
დაცვის ღონისძიებაში.
|
პროექტის ამოცანები
და განხორციელების გზები
|
აქტივობა
1. მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას
გარემოს დაცვის შესახებ.
აქტივობა
2. ინფორმაციის მიღების შემდეგ გამართავენ დისკუსიას შეკითხვაზე - ვის ევალება ბუნების დაცვა?
აქტივობა
3. მასწავლებელთან ერთად დაგეგმავენ ღონისძიებას გარემოს დაცვის შესახებ
აქტივობა
4. მასწავლებელი მშობლებთან,თემთან ერთად განიხილავს შემუშავებულ გეგმას.
აქტივობა
5.მოსწავლეები დაამზადებენ პლაკატებს „გავუფრთხილდეთ გარემოს“.
აქტივობა
6. მოსწავლეები მათ მიერ დამზადებულ პლაკატებს
გააკრავენ მდინარის სანაპიროსთან, წყაროებთან, სკვერთან.
აქტივობა
7. მოსწავლეები მშობლებთან,თემთან და მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავებენ სკოლის
მიმდებარე ტერიტორიას.
აქტივობა
8, მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და გაგვაცნობენ უკუკავშირს პროექტის სამუშაოების
შესრულების შესახებ.
|
პროექტის მოსალოდნელი
შედეგები
|
·
მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცნობიერება გარემოს დაცვის
საკითხებზე
·
მიიღებენ მასწავლებლებთან, თემთან და მშობლებთან ერთად მუშაობის გამოცდილებას
·
გაეზრდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა
·
შეძლებენ საკუთარი საქმიანობების შეფასებას
|
პროექტის შეფასება
|
პროექტის მიხედვით
შეფასდება შემდეგი უნარები:
·
პრობლების განსაზღვრა
·
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
·
შემოქმედებითობა
·
საქმიანობის შეფასება
·
პრობლემის გადაჭრა
პროექტის შეფასების რუბრიკა იხილეთ: დანართი 1
|
პროექტის ხელისშემშლელი
ფაქტორები
|
პლაკატების
გაკვრის დროს შეიძლება იყოს წვიმიანი ამინდი
ტექნიკური პრობლემები
(ინტერნეტის გათიშვა,ელექტროენერგიის გათიშვა)
|
პროექტის განმავლობაში
გამოყენებული რესურსები
|
წიგნი, სხვადასხვა
ფერის მარკერები, პარკები,ხელთათმანები, ფოტოაპარატი,ფორმატის ქაღალდები
|
ბუნ.IV.11.
ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
საზ.მეც.დაწყ.(I).6. საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება; რესურსების დაგეგმვა და დაზოგვა;
საზ.მეც.დაწყ.(I).17. მზრუნველობის გამოვლენა ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.
მოსწავლის შეფასების რუბრიკა
დანართი 1
კრიტერიუმები
|
კარგია
|
საშუალოა
|
საჭიროებს
გაუმჯობესებას
|
აქტიური
მონაწილეობა
|
ყოველთვის
მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში და ზ
|
ხშირად
მონაწილეობს საკლასო მსჯელობასში
|
იშვიათად
ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული
და სწორი მეტყველება
|
გამართულად
მეტყველებს,აქვს მდიდარი ლექსიკა
|
მეტყველებს
მეტ-ნაკლებად გამართულად,ხშურად არ იცავს
მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
ვერ
მეტყველებს გამართულად,არ იცავს მართლმეტყველების წესებს
|
საკუთარი
აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის
არგუმენტირებულად აფიქსირებს თავის აზრს.
|
ხშირად
აფიქსირებს არგუმენტირებულად თავის აზრს
|
უჭირს
თავისი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება
|
სხვისი
აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
კორექტულია.უსმენს
სხვებს,ყოველთვის პატივს სცემს სხვის აზრს.
|
უსმენს
სხვებს,აძლევს მოსაუბრეს საუბრის დასრულების საშუალებას აძლვს
|
არ
უსმენს სხვებს და არც საუბრის დასრულების საშუალებას აძლევს
|
რეფლექსია
ჩვენი
პროექტის მიზანი შესრულებულ იქნა.მოსწავლეებმა შეისწავლეს საჭირო ინფორმაცია, გარემოს
დაცვაზე გაიგეს და დაამუშავეს ბევრი ინფორმაცია რაც აქამდე არ იცოდნენ.თავადვე დაგეგმეს
გარემოს დაცვისთვის აქტივობები. აქტივობებში მოსწავლეების გარდა მონაწილეობა მიიღეს
მშობლებმა,მასწავლებლებმა,თემის წარმომადგენელებმა. აქტივობები მოიცავდა პლაკატების
თვალსაჩინო ადგილზე გაკვრას,სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას. განხორციელებული
აქტივობების შესახებ მოსწავლეებმა გააკეთეს
პრეზენტაციები და დიდი სურვილი გამოთქვეს პროექტის გაგრძელების.
დაგეგმილმა აქტივობებმა ხელი შეუწყვეს პროექტის
შედეგების მიღწევას. მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და გაფრთხილების შესახებ აუმაღლდათ
ცნობიერება.
შეძლეს საკუთარი საქმიანობის შეფასება, მასწავლებლებთან,თემთან
და მშობლებთან ერთად მიიღეს მუშაობის გამოცდილება, გაეზარდათ პასუხისმგებლობის გრძნობა,მიიღეს
დადებითი ემოციები, დასუფთავებული სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
პროექტის
აქტივობები კარგად იყო მორგებული მოსწავლეებს და ამიტომ საკმარისი აღმოჩნდა მიზნისა და სედეგის მისაღწევად.პროექტი
მოკლევადიანი იყო,ამიტომ ბევრი აქტივობების დაგეგმვა აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ.მოსწავლეებმა
ხალისით, დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მიიღეს მონაწილეობა პლაკატის დამზადება-მოხატვის,წიგნში
საჭირო ინფორმაციის მონიშვნის, პლაკატების გაკვრის,თემთან,მასწავლებლებთან,მშობლებთან
ერთად მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში.
პროექტის
განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო მთელი კლასი.ყველა იდეა წამოვიდა მათგან.მათ ძალიან
უყვართ თავიანთი სოფელი და სკოლა,ამიტომ ძალიან უნდოდათ დაესუფთავებინათ სოფლის ნაგვისგან
დაბინძურებული ადგილები და სკოლის მიმდებარე ტერიტორია.მოსწავლეების უკუკავშირით კარგად
გამოჩნდა თუ როგორ შეაფასეს მათ თავიანთი საქმიანობა. ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ
ასეთი სახის პროექტები და ძალიან უნდათ სხვა საინტერესო პროექტებშიც მონაწილეობის მიღება.
ხელისშემშლელფაქტორებს
რაც შეეხება ეს იყო უამინდობა, თუმცა ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის დახმარებით ეს ხელისშემშლელი ფაქტორიც მოიხსნა.ამ
პროექტით აუმაღლდათ მოსწავლეებს მოტივაცია,
ისწავლეს თანამშრომლობითი ურთიერთობა, რათა მომავალშიც განვახორციელოთ მსგავსი სოციალური
პროექტები და იყოს ბევრად ფართო მასშტაბიანი.
პროექტის ხელმძღვანელი: / ლალი გვიშიანი/
Комментариев нет:
Отправить комментарий