пятница, 31 января 2020 г.

სოციალური პროექტი:,,ჩვენ უფრთხილდებით გარემოს"

პროექტის დასახელება
,,ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს“
პროექტის ხელმძღვანელები.
ლალი გვიშიანი
სამიზნე ჯგუფი
ლასურიაშის საჯარო სკოლის II-VI კლასები.
პროექტის ხანგრძლივობა
3 კვირა
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
        დღევანდელობის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება.მოსწავლეები ქართულისა და ბუნების გაკვეთილებში თემებისა და ჩვენ გარემოში არსებულ მდგომარეობის მეტად მტკივნეულ საკითხად მიიჩნევენ გარემოს დაბინძურებას.მიუხედავად იმისა,რომ თიტქოს ყველას აწუხებს დაბინძურებული გარემო,სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ბოლომდე ამ პრობლემის აღმოფხვრა ჩვენ სოფელში(ჩვენ რაიონში).სახელმწიფოს დახმარებით დაიდგა ნაგვის ურნები,თუმცა შედეგი მაინც სავალალოა.სამწუხაროდ დაბალია მოქალაქეობრივი ცნობიერება და პასუხისმგებლობის განცდა მოსწავლეებშიც და თემშიც. სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის მიზანი ამაღლდეს მოქალაქეობრივი ცნობიერება,თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს,რომ ეს გარემო არის მისი და ის მოვალეა გაუფრთხილდეს და მოუაროს მას.
პროექტის მიზანი
მოსწავლეებმა შეისწავლონ,დაგეგმონ და თემთან ერთად მონაწილეობა მიიღონ გარემოს დასუფთავებისა და დაცვის ღონისძიებაში.
პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები
აქტივობა 1. მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას გარემოს დაცვის შესახებ.
აქტივობა 2. ინფორმაციის მიღების შემდეგ გამართავენ დისკუსიას  შეკითხვაზე - ვის ევალება ბუნების დაცვა?
აქტივობა 3. მასწავლებელთან ერთად დაგეგმავენ ღონისძიებას გარემოს დაცვის შესახებ
აქტივობა 4. მასწავლებელი მშობლებთან,თემთან ერთად განიხილავს შემუშავებულ გეგმას.
აქტივობა 5.მოსწავლეები დაამზადებენ პლაკატებს „გავუფრთხილდეთ გარემოს“.
აქტივობა 6. მოსწავლეები  მათ მიერ დამზადებულ პლაკატებს გააკრავენ მდინარის სანაპიროსთან, წყაროებთან, სკვერთან.
აქტივობა 7. მოსწავლეები მშობლებთან,თემთან და მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
აქტივობა 8, მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და გაგვაცნობენ უკუკავშირს პროექტის სამუშაოების შესრულების შესახებ.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
·        მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცნობიერება გარემოს დაცვის საკითხებზე
·        მიიღებენ მასწავლებლებთან, თემთან და მშობლებთან  ერთად მუშაობის გამოცდილებას
·        გაეზრდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა
·        შეძლებენ საკუთარი საქმიანობების შეფასებას
პროექტის შეფასება
პროექტის მიხედვით შეფასდება შემდეგი უნარები:
·        პრობლების განსაზღვრა
·        თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
·        შემოქმედებითობა
·        საქმიანობის შეფასება
·        პრობლემის გადაჭრა
პროექტის შეფასების რუბრიკა იხილეთ:  დანართი 1
პროექტის ხელისშემშლელი ფაქტორები
პლაკატების გაკვრის დროს შეიძლება იყოს წვიმიანი ამინდი
ტექნიკური პრობლემები (ინტერნეტის გათიშვა,ელექტროენერგიის გათიშვა)
პროექტის განმავლობაში გამოყენებული რესურსები
წიგნი, სხვადასხვა ფერის მარკერები, პარკები,ხელთათმანები, ფოტოაპარატი,ფორმატის ქაღალდები



 

 

ბუნ.IV.11.

ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
საზ.მეც.დაწყ.(I).6. საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება; რესურსების დაგეგმვა და დაზოგვა;
საზ.მეც.დაწყ.(I).17. მზრუნველობის გამოვლენა ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.

                        მოსწავლის შეფასების რუბრიკა
დანართი 1
კრიტერიუმები

კარგია
საშუალოა
საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში და ზ
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობასში
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს,აქვს მდიდარი ლექსიკა
მეტყველებს მეტ-ნაკლებად გამართულად,ხშურად არ იცავს  მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
ვერ მეტყველებს გამართულად,არ იცავს მართლმეტყველების წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის არგუმენტირებულად აფიქსირებს თავის აზრს.
ხშირად აფიქსირებს არგუმენტირებულად თავის აზრს
უჭირს თავისი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
კორექტულია.უსმენს სხვებს,ყოველთვის პატივს სცემს სხვის აზრს.
უსმენს სხვებს,აძლევს მოსაუბრეს საუბრის დასრულების საშუალებას აძლვს
არ უსმენს სხვებს და არც საუბრის დასრულების საშუალებას აძლევს






                                               რეფლექსია
          ჩვენი პროექტის მიზანი შესრულებულ იქნა.მოსწავლეებმა შეისწავლეს საჭირო ინფორმაცია, გარემოს დაცვაზე გაიგეს და დაამუშავეს ბევრი ინფორმაცია რაც აქამდე არ იცოდნენ.თავადვე დაგეგმეს გარემოს დაცვისთვის აქტივობები. აქტივობებში მოსწავლეების გარდა მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა,მასწავლებლებმა,თემის წარმომადგენელებმა. აქტივობები მოიცავდა პლაკატების თვალსაჩინო ადგილზე გაკვრას,სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას. განხორციელებული აქტივობების შესახებ  მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები და დიდი სურვილი გამოთქვეს პროექტის გაგრძელების.
         დაგეგმილმა აქტივობებმა ხელი შეუწყვეს პროექტის შედეგების მიღწევას. მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და გაფრთხილების შესახებ აუმაღლდათ ცნობიერება. 


შეძლეს საკუთარი საქმიანობის შეფასება, მასწავლებლებთან,თემთან და მშობლებთან ერთად მიიღეს მუშაობის გამოცდილება, გაეზარდათ პასუხისმგებლობის გრძნობა,მიიღეს დადებითი ემოციები, დასუფთავებული სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
        პროექტის აქტივობები კარგად იყო მორგებული მოსწავლეებს და ამიტომ  საკმარისი აღმოჩნდა მიზნისა და სედეგის მისაღწევად.პროექტი მოკლევადიანი იყო,ამიტომ ბევრი აქტივობების დაგეგმვა აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ.მოსწავლეებმა ხალისით, დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მიიღეს მონაწილეობა პლაკატის დამზადება-მოხატვის,წიგნში საჭირო ინფორმაციის მონიშვნის, პლაკატების გაკვრის,თემთან,მასწავლებლებთან,მშობლებთან ერთად მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში.
      პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო მთელი კლასი.ყველა იდეა წამოვიდა მათგან.მათ ძალიან უყვართ თავიანთი სოფელი და სკოლა,ამიტომ ძალიან უნდოდათ დაესუფთავებინათ სოფლის ნაგვისგან დაბინძურებული ადგილები და სკოლის მიმდებარე ტერიტორია.მოსწავლეების უკუკავშირით კარგად გამოჩნდა თუ როგორ შეაფასეს მათ თავიანთი საქმიანობა. ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ასეთი სახის პროექტები და ძალიან უნდათ სხვა საინტერესო პროექტებშიც მონაწილეობის მიღება.
        ხელისშემშლელფაქტორებს რაც შეეხება ეს იყო უამინდობა, თუმცა ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის  დახმარებით ეს ხელისშემშლელი ფაქტორიც მოიხსნა.ამ პროექტით  აუმაღლდათ მოსწავლეებს მოტივაცია, ისწავლეს თანამშრომლობითი ურთიერთობა, რათა მომავალშიც განვახორციელოთ მსგავსი სოციალური პროექტები და იყოს ბევრად ფართო მასშტაბიანი.
პროექტის ხელმძღვანელი:                                / ლალი გვიშიანი/

четверг, 30 января 2020 г.

საკლუბო მუშაობა:,,გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს"


სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის           საკლუბო მუშაობა.
                              კლუბის  დასახელება
                        ,,გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს“
                                     2018-2019 წელი
წლის განმავლობაში ჩატარედება 16 სამუშაო შეხვედრა.
               კლუბის მიზანი:მოსწავლე შესძლებს:
1.   პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობას შეიყვაროს და დაიცვას ბუნება, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლო გარემოს შექმნისა და დაცვისათვის.
2.   საკუთარი შესაძლებლობით დაიცვან ბუნებასი სისუფთავე, გაახარონ ხეები,ყვავილები,მცენარეები,ცხოველები,ფრინველები.
3.   ასეთი მუშაობები გაზრდის მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მოტივაციის ზრდას და გააძლიერებს სწავლის სურვილს.
4.   კლუბისმუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
კლუბის ხანგრძლივობა 2018-2019 სასწავლო წელი.
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი


კლუბის ხელმძღვანელს: ლალი გვიშიანს



     ———————სკოლის ——– კლასის მოსწავლის  ———————–

                                                         

მსურს გავწევრიანდე  კლუბშიდავუმეგობრდე კლუბის წევრებს და მივიღო აქტიური მონაწილეობა მის საქმიანობაში.

თარიღი                                                            სახელიგვარი



კლუბის წევრები:
1.ხეცურიანი ნინი
2.ჩარკვიანი გიორგი
3.ხეცურიანი იურან
4.მერცი მელანო
5.იმნაძე ლუკა
6.ჩარკვიანი თეკლა
7.კოპალიანი სალომე
8.კენჭაძე ნიკოლოზი
9. ხეცურიანი ნინი
10.ხეცურიანი ლუკა
11.მუშკუდიანი გვანცა
12.დავითულიანი ლუკა

საინფორმაციო ჯგუფი
1.ლუკა ხეცურიანი
2.ნინი ხეცურიანი
3.მელანო მერცი

საორგანიზაციო ჯგუფი
1.კენჭაძე ნიკოლოზი
2.კოპალიანი სალომე
3.დავითულიანი ლუკა
                                   
    სსიპ ცაგერის  მუნიციპალიტეტის სოფ. ლასურიაშის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს საკლუბო მუშაობა .
  კლუბის  მუშაობის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს შეაყვაროს და დაიცვას ბუნება, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლო გარემოს შექმნისა და დაცვისათვის. საკუთარი შესაძლებლობით დაიცვან ბუნებაში სისუფთავე, გაახარონ ხეები, ყვავილები, მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, ასეთი მუშაობები ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მათი მოტივაციის ზრდას და აძლიერებს სწავლის სურვილს, წრის მუშაობა ხელს შეუწყობს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას.
     კლუბის  მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწ-გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
            სასწავლო რესურსები:
სახელმძღვანელო, საწერი ფურცლები, კომპიუტერი,მაგნიტური დაფა,პროექტორი,სქემები,    ცხრილები, ცარცი, პლაკატები.
       კლუბის ხანგრძლივობა 2018-2019 სასწავლო წელი Iსემესტრი 23/09 დან 24 ჩათვლით.
   თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი.

                კლუბის ხელმძღვანელი: ლალი გვიშიანი



                კლუბის მუშაობის პროგრამა და განრიგი
             ლასურიაშის საჯარო სკოლა
                საგანი: ბუნება
                   2018-2019 სასწავლო წელი, წლის მანძილზე
N
               თემა
აქტივობა
საათების რაოდენობა
ჩატარების
თარიღი
1.

2.


3.




4.


5.



6.



7.



8.


9.


10.


11.


12.

13.

14:

15.

16.

17.





,,სკოლის ეზო“

,,ხეების მოვლა“


,,ჩემი ხე“




წყალი, წყლის ბრუნვა ბუნებაში


წყალი და ხმელეთი



ორგანიზმის ძირითადი ჯგუფები



პრეზენტაცია თემაზე : ,,ბუნებაში მიმდინარე  ცვლილებები“


კვლევა როგორ ვხარჯავთ წყალს


რა არის ორიენტირება


კომპასი-გზის გამკვალავი


წყალი და ხმელეთი


უსაფრთხოების ზომები

როგორ იწყება მიწისძვრა

დედამიწა საფრთხეშია

გარემოს დაბინძურების მავნებლობა

დავიცვათ ცოცხალი არსებები

შეინარჩუნე ჯამრთელობა
სასკოლო გარემოს გაცნობა,მასთან ადაპტაცია
წელიწადის დროების შესწავლა,დაკვირვება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე.
ამოირციონ სკოლის ეზოში თავიანთი ხე, ხშირად მიაკითხონ და შეაგროვონ ინფორმაცია.


წყლის ბრუნვის მოდელის შექმნა


წყლისა და ხმელეთის გეოგრაფიული ობიექტების ამოცნობა და დასახელება.

-სხეულების მსგავსი ნიშან-თვისებების გამორჩევა-მათი დაჯგუფება.

დაკვირვების გამოკვლევის  შესაძლებლობის გამოვლენა.



         1


          1


            1



            1


            1



        1



          1


            1


           1


          1


           1


           1


            1
        
            1

            1

            1

            1
20:09


28:09


   19:10



 31:10


   
12:11


21:11



28:11


18:01


12:02


15:02


11:03


21:03


10:04

18:04

13:05

12:09

20:09



                     
                                               რეფლექსია
2018-2019წლებში ლასურიაშის საჯარო სკოლაში ჩამოვაყალიბე კლუბი,,გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს“, რათა მოსწავლეებმა შეიყვარონ და დაიცვან ბუნება, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლო გარემოს შექმნისა და დაცვისათვის. საკუთარი ინციატივითა და შესაძლებლობებით დაიცვან ბუნებაში სისუფთავე, გაახარონ ხეები, ყვავილები,მცენარეები, ცხოველები, ფრინველები. ასეთი მუშაობა ზრდის  მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას., განაპირობებს მათი მოტივაციის ზრდას და აძლიერებს სწავლის სურვილს. კლუბის მუშაობა მუშაობა ხელს შეუწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას.
       კლუბის მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს. ვიყენებდით წრის მრავალფეროვნებისთვის დამხმარე რესურსებს.
  კლუბის მუშაობამ უფრო დაახლოვა მოსწავლეები, მათ შორის იყო თანამშრომლობითი ურთიერთობა, ჩართულობა, ცნობიერების ამაღლება.

                                                                             კლუბის ხელმძღვანელი:ლალი გვიშიანი



                                               რეფლექსია

2018-2019 წელს ჩვენს სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი,,გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს“ ჩემი ინტერესი და სურვილი იყო გავერთიანებულიყავი ამ კლუბში, მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებმა შევიმუშავეთ კლუბის მიზანი და ჩამოვაყალიბეთ გეგმა.
                   პრაქტიკული მეცადინეობის დროს საკუთარი შესაძლებლობებით დავიცავთ ბუნებაში სისუფთავეს,,რითაც მაგალითს მივცემთ სხვებს, დავიცავთ ბუნებას, ცხოველებს და ფრინველებს,გარემოს.
                                                                            VI-კლასის მოსწავლე
                                                                      ნიკოლოზ კენჭაძე


                                                   რეფლექსია
IV-კლასის მოსწავლის  მშობელი მარინა ასათიანი კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო,რომ ჩემი შვილი ნინი ხეცურიანი გაერთიანდა სკოლაში შექმნილი საკლუბო მუშაობაში.
კლუბი:,,გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს“, რომლის ხელმძღვანელიც არის ლალი გვიშიანი, მასწავლებელმა გაგვაცნო თუ რა მუშაობას წარმართავს საკლუბო მუშაობა.კლუბში გათვალისწინებულია ისეთი საკითხები, რომლის შესწავლაც ჩვენს შვილებს სტიმულს მისცემს, იფიქრონ უკეთესი მომავლისათვის.
 მინდა რომ კლუბმა  გააგრძელოს მუშაობა.

                                                               IV -კლასის მოსწავლის მშობელი: მ.ასათიანი

                                                                                                   








სსიპ ცაგერის  მუნიციპალიტეტის სოფ. ლასურიაშის საჯარო სკოლაში შეიქმნა კლუბი,,გაუფრთხილდეთ ბუნებას“.
  კლუბის მუშაობის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს შეაყვაროს და დაიცვას ბუნება, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლო გარემოს შექმნისა და დაცვისათვის. საკუთარი შესაძლებლობით დაიცვან ბუნებაში სისუფთავე, გაახარონ ხეები, ყვავილები, მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, ასეთი მუშაობები ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მათი მოტივაციის ზრდას და აძლიერებს სწავლის სურვილს, წრის მუშაობა ხელს შეუწყობს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას.
     კლუბის  მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწ-გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
            სასწავლო რესურსები:
სახელმძღვანელო, საწერი ფურცლები, კომპიუტერი,მაგნიტური დაფა,პროექტორი,სქემები,    ცხრილები, ცარცი, პლაკატები.
       კლუბის ხანგრძლივობა 2018-2019 სასწავლო წელი Iსემესტრი 23/09 დან 24 ჩათვლით.
   თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი.

                კლუბის ხელმძღვანელი:ლალი გვიშიანი